ილია მეორე: არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ღვთის მადლი აღემატება ცოდვას და ღმერთი მოწყალეა

მაცხოვარი ამბობს, თუ შეუნდობ მოყვასს, უფალი მამაზეციერი შეგინდობს და ამ კურთხეულ დღეს, მე ცოდვილი მონა, გთხოვთ ძმანო და დანო, ჩემო სულიერო შვილებო შემინდეთ ცოდვები ჩემი, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ბრძანა.
უწმინდესმა და უნეტარესმა შენდობის წესი შეასრულა და შენდობის დღესთან დაკავშირებით მრევლს ცოდვათა შენდობისკენ მოუწოდა.
“შევთხოვოთ უფალს, რომ მან მოგვცეს ძალა ბოროტებასთან გასამკლავებლად. ჩვენ ვხედავთ, რომ ადამიანი უფრო მკაცრი და ბოროტი გახდა. ბოროტება თითქოს მოიცავს ჩვენს ცხოვრებას. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ღვთის მადლი აღემატება ცოდვას და ღმერთი მოწყალეა”, – ბრძანა ილია მეორემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები