მიხეილ ჯანელიძე ჯონ კერის შეხვდება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 14-18 მარტს ამერიკის შეერთებულ შტატებს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. მინისტრის პირველი მოადგილის, დავით ზალკალიანის განმარტებით, დაგეგმილია მინისტრის შეხვედრები ამერიკის შეერთებული შტატების აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
კერძოდ, ზალკალიანის ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ჯონ კერის. ამასთან, ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართება შეხვედრები თეთრი სახლის წარმომადგენლებთან. ვაშინგტონში მიხეილ ჯანელიძე სენატსა და კონგრესშიც გამართავს შეხვედრებს, მათ შორის შეხვდება საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებს, კონგრესმენს ტედ პოს და ჯერალდ კონოლსს. აღსანიშნავია, რომ მიხეილ ჯანელიძე ასევე გამართავს შეხვედრებს ამერიკის შეერთებული შტატების წამყვანი კვლევითი ცენტრების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. მინისტრი ასევე სიტყვით გამოვა ატლანტიკურ საბჭოში. დაგეგმილია მინისტრის ინტერვიუები შეერთებული შტატების წამყვან მედიასაშუალებებთანაც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები