მიხეილ ჯანელიძე აშშ-ის ელჩს, იან კელის შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, იან კელის შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ამერიკის შეერთებული შტატები-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის საკითხებსა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგზე ისაუბრეს.
ყურადღება გამახვილდა ნატოს ვარშავის სამიტის სამზადისზე და ამ თვალსაზრისით ამერიკის შეერთებული შტატებისა და პარტნიორი ქვეყნების ჩართულობის მნიშვნელობაზე საქართველოსთვის პოლიტიკური მხარდაჭერისა და ხელშესახები შედეგების მიღების უზრუნველყოფის მიზნით. მხარეებმა დაადასტურეს წლის განმავლობაში უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობა, რაც გააღრმავებს ქვეყნებს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას. ამ კონტექსტში აღინიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოახლოებული ვიზიტი ვაშინგტონში, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია შეხვედრები აშშ-ს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მაღალი დონის წარმომადგენლებთან და სამეცნიერო-ანალიტიკურ წრეებთან.