ომბუდსმენმა ბავშვთა ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელი მოიწვია

საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს, მარტა სანტოს პაისს მოწვევის წერილი გაუგზავნა.
როგორც “კვირას” სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს, მოწვევის მიზანია ბავშვთა მიმართ ძალადობის ინდივიდუალური შემთხვევებისა და უფრო ფართო, სისტემური ხასიათის დარღვევების გარემოებათა შესწავლა, სამართლებრივი შეფასება და რეაგირების ქმედითი მექანიზმების იდენტიფიცირება.
“მოწვევის წერილში განხილულია ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხები, ასევე მისი გამომწვევი, როგორიცაა საზოგადოების აზრი იმის შესახებ, რომ ძალადობრივი ფორმა უფრო ქმედითი აღმზრდელობითი ზომაა და დასაშვებ დისციპლინურ სასჯელს წამოადგენს; ასევე საუბარია ძალადობის ფორმებზე, რომლებიც იდენტიფიცირებული და განზოგადებულია სახალხო დამცველის ოფისის მონიტორინგის საქმიანობის შედეგად; ძალადობის გამოვლინებებს შორის დომინირებს ბულინგი საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და მცირე საოჯახო ტიპის სახლებში, ასევე მზარდი ტენდენციაა სექსუალური ძალადობის შემთხვევების კუთხით, გარდა ამისა, ხშირია ფიზიკური დასჯის მეთოდების გამოყენება, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მიმართ და სხვა”, – აცხადებენ სახალხო დამცველის აპარატში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები