ზურაბ ნეფარიძის ინიციატივით, ისნის ბაგა-ბაღების პედაგოგებს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

დედაქალაქის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, ზურაბ ნეფარიძის ინიციატივით, სამაჟორიტარო ოლქში მდებარე საბავშვო ბაგა-ბაღების პედაგოგებსა და თანამშრომლებს სამედიცინო გამოკვლევები უფასოდ ჩაუტარდათ.
გავრცელებული ინფორმაციით, საქველმოქმედო ღონისძიება ქალთა კვირეულის ფარგლებში მოეწყო, რომელშიც რაიონის სამივე – N29, N109 და N215 საბავშვო ბაგა-ბაღის 100-მდე თანამშრომელი მონაწილეობდა. აღსანიშნავია, რომ აქცია N19 სამკურნალო პროფილაქტიკურ ცენტრში გაიმართა, სადაც მოქალაქეებმა სხვადასხვა ტიპის, მათ შორის, დიაგნოსტიკური, ლაბორატორიული, ექოსკოპიური, ენდოკრინოლოგიური და სხვა სახის გამოკვლევები უფასოდ მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები