თინა ხიდაშელი მთავრობაში ცვლილებებს არ ელის: არ მესმის ამ ისტერიის მიზანი და მიზეზი

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში არანაირ ცვლილებებს არ ელის. ამის შესახებ განცხადება მან ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. მას არ ესმის, თუ რა გახდა საზოგადოებაში ასეთი ისტერიის მიზეზი.
„არ ველოდები არანაირ ცვლილებებს და არ მესმის ამ ისტერიის მიზანი და მიზეზი. უფრო მეტად მიზანი არ მესმის. შესაძლებელია ადამიანებს აქვთ რაღაცა ტიპის აგრესია და მიუღებლობები, მაგრამ მუდმივად საზოგადოება ისტერიაში რატომ უნდა ამყოფო. არ მესმის. არავითარი ცვლილება არ იგეგმება მთავრობაში. მინისტრთა კაბინეტში ყველა „რესპუბლიკელი“ მინისტრი აგრძელებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას და ასე იქნება მანამ, სანამ ქართველი ხალხი არ მიიღებს გადაწყვეტილებას 2016 წლის არჩევნებზე”, – განაცხადა ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები