დავით ბერძენიშვილი: როცა პროკურატურა დასკვნას გამოაქვეყნებს, მერე მოვიკითხავ გოგი თოფაძეს

იმედი მაქვს, პროკურატურა ძალიან მალე გამოაცხადებს, თუ რა გამოიკვლია საგარეჯოს არჩევნებთან დაკავშირებით – ამის თაობაზე “რესპუბლიკელთა” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა “იმედის” გადაცემა “პოლიტიკაში” სტუმრობისას განაცხადა.
ბერძენიშვილის თქმით, ის დეპუტატ გოგი თოფაძეს სწორედ ამის შემდეგ მოიკითხავს. როგორც ბერძენიშვილმა აღნიშნა, თოფაძე დღეს მათთვის აქტუალური არ არის.
“იმედი მაქვს ძალიან მალე, პროკურატურა გამოაცხადებს რა გამოიკვლია საგარეჯოს არჩევნებზე, მაღალი ალბათობით როცა იტყვის, რომ საგარეჯოში კანონიერად ჩატარდა არჩევნები და შეუერთდება სასამართლო ხელისუფლებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის დასკვნებს, ამის მერე მოვიკითხავ გოგი თოფაძეს, შევახსენებთ, რომ ის ცილისმწამებლური, დანაშაულის დაბრალების კამპანია, რაც მან წამოიწყო, როგორ არის ეგ საქმე“, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.
ცნობისთვის, პროკურატურამ საგარეჯოს შუალედური არჩევნების საქმეზე გამოძიება დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 332 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენებას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები