პარლამენტმა “საგადასახადო კოდექსში” დაგეგმილი ცვლილებების პროექტი დაამტკიცა

პარლამენტმა, დაჩქარებული წესით, “საგადასახადო კოდექსში” დაგეგმილი ცვლილებების პროექტი დაამტკიცა, რომელიც მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ პირებს საგადასახდო შეღავათებს უწესებს.
ცვლილებები ყველა იმ დასახლებულ პუნქტზე გავრცელდება, რომელსაც მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ძველი კანონით ჰქონდა მინიჭებული და იმის მიუხედავად, რომ აღნიშნული სტატუსის მოთხოვნებს ახალი კანონით ვერ აკმაყოფილებს, საგადასახადო შეღავათი უნარჩუნდება.
საგადასახადო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, ძალაში რჩება საგადასახადო შეღავათები იმ პირთათვის, რომლებიც 2016 წლის 1-ელ იანვრამდე მოქმედი “მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ” კანონით მაღალმთიანი სტატუსის მქონე დასახლებაში ცხოვრობდნენ და საქმიანობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები