კახა კალაძე: არანაირი სტრატეგიული შეთანხმება მხოლოდ ორ პარტიას შორის არ მიმდინარეობს

არანაირი სტრატეგიული შეთანხმება მხოლოდ ორ პარტიას შორის არ მიმდინარეობს, – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და “რესპუბლიკელებს” შორის გამართული შეხვედრის კომენტირებისას “იმედის” ეთერში განაცხადა. კახა კალაძის განცხადებით, “ქართული ოცნებისთვის” კოალიციის ფორმატი მნიშნელოვანია, რადგან ეს არის ჯგუფი, რომელიც სხვადასხვა მსოფლმხედველობის პარტიებს აერთიანებს.
ვიცე-პრემიერის თქმით, “რესპუბლიკური პარტიის” ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც “ქართულ ოცნებასთან” “ორპარტიული შეთანხმების” დადებას უკავშირდება, პრემიერ-მინისტრმა ვრცლად ისაუბრა.
“ბატონმა პრემიერ-მინისტრმა დღეს, ვრცლად ისაუბრა ამ საკითხთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ყველაფერი არის ნათელი. ნამდვილად არ მიმდინარეობს არანაირი სტრატეგიული შეთანხმება მხოლოდ ორ პარტიას შორის. თქვენ იცით, რომ ზოგადად, კოალიცია ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ეს არის ის ჯგუფი, რომელშიც შეიკრიბა სხვადასხვა მსოფლმხედველობის პარტიები. ჩვენ გვახსოვს ეს გუნდი, რომელიც ბატონი ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ შეიკრიბა. მაშინ, მთავარი მისია და ამოცანა იყო სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი მშვიდობიანად, არჩევნების გზით ჩამოგვეშორებინა, როგორც ეს ნორმალურ, განვითარებულ ქვეყანაში ხდება. მოვახერხეთ, გავაკეთეთ და რა თქმა უნდა, ეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ძალიან დიდი დამსახურებაცაა”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები