საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში შესაძლოა, ცვლილებები შევიდეს

საქართველოს პარლამენტი საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვლილების შეტანას გეგმავს. აღნიშნული კანონპროექტი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მოამზადა. აღსანიშნავია, რომ ეს ცვლილებები თავმჯდომარის და მისი მოადგილის არჩევის წესს ეხება. როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა, კანონს ერთგვარი ხარვეზები ჰქონდა.
“ეს შეეხება გადაწყვეტილების გამოცხადების ათვლის მომენტს, ეს შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის პროცედურებსმ დღეს არის რამდენიმე ხარვეზი კანონში, კერძოდ, გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ როდის შედის ძალაში – გამოცხადებიდან, თუ როდესაც ის „მაცნეში“ დაიბეჭდება. ეს არის ერთ-ერთი ხარვეზი. ჩვენ მოვამზადეთ ამ მხრივ ცვლილება, რომ „მაცნეში“ გამოქვეყნების შემდეგ შევიდეს გადაწყვეტილება ძალაში,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები