პოლიტიკურმა გაერთიანება “გირჩმა” საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა

პოლიტიკურმა გაერთიანება “გირჩმა” საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. საქმე მარიხუანის დეკრიმინალიზაციის საკითხს ეხება. განაცხადი „გირჩმა“ დღეს ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა. პარტია სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს.
“გასაჩივრებულია სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-16, მე-17 და მე-18 მუხლებთან. ეს ეწინააღმდეგება ადამიანის თავისუფლებას. გასაჩივრებულია იმის გამო, რომ მარიხუანის მოხმარების გამო ადამიანის სისხლის სამართლის დამნაშავედ შერაცხვა ეწინააღმდეგება მის ღირსებასაც. ადამიანი არ შეიძლება ჩავთვალოთ დამნაშავედ მარიხუანის მოწევის გამო. ის არ არის საზოგადოებისთვის საშიში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის ქმედება, რომელიც სხვას არ აყენებს ზიანს. დააკავო ადამიანი იმის გამო, რომ საკუთარ თავს აყენებს ზიანს, ეს ძალიან სახიფათოა, რადგან ეს შედეგი შესაძლოა, ბევრჯერ დადგეს. მაგალითად, თვითმკვლელობის მცდელობისთვის, რომელიც მიმართულია საკუთარი თავის წინააღმდეგ, არც აჯარიმებენ და არც იჭერენ”, – აღნიშნა „გირჩის“ ერთ-ერთმა წევრმა იაგო ხვიჩიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები