დიმიტრი ქუმსიშვილი: არცერთი მინისტრი არ დატოვებს თანამდებობას

არცერთი მინისტრი არ დატოვებს თანამდებობას, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
“არავინ არ დატოვებს თანამდებობას – ყოველ შემთხვევაში, იმ ინფორმაციით, რომელიც მე მაქვს”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.
გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას დატოვებენ: გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები