კახა კალაძე – “ნაციონალურმა მოძრაობამ” შესაძლოა, ჩანაფიქრი შეცვალა და ჯაჭვის გაკეთებას ახლა ევროპულ ქვეყნებში აპირებს

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, “ნაციონალურმა მოძრაობამ” შესაძლოა, ჩანაფიქრი შეცვალა და ის ევროპულ ქვეყნებში აპირებს ჯაჭვის გაკეთებას.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული განცხადებით კალაძე ენმ-ს მიერ 6 მარტს, დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა. ოპოზიციური პარტია საპროტესტო აქციას “გაზპრომის” წინააღმდეგ გეგმავს.
“მე მგონი, შეცვალეს თავისი ჩანაფიქრი. ახლა ევროპულ ქვეყნებში გადავიდნენ, რადგან თქვენ იცით, რომ ევროპას, ძირითადად, “გაზპრომი” ამარაგებს და “ნაციონალურმა მოძრაობამ” გააკეთა მობილიზაცია მთელი საქართველოს მასშტაბით. ისინი აპირებენ ევროპულ ქვეყნებში ჯაჭვის გაკეთებას”, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები