ნოდარ ჯავახიშვილი: ავტობანით მისვლა საჯავახოს ხიდამდე ზაფხულისთვის იქნება შესაძლებელი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა დღევანდელი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ საჯავახოს ხიდამდე ავტობანით მისვლა ზაფხულისთვის იქნება შესაძლებელი.
“ჩვენ საზოგადოებას შევპირდით, რომ ზაფხულისთვის ორი სერიოზული მონაკვეთი დასრულდება. საუბარია თბილისიდან, ერთი მხრივ, ხაშურამდე და, მეორე მხრივ, სამტრედიის გავლით საჯავახოს ხიდამდე”, – განაცხადა მინისტრმა.
ჯავახიშვილის განმარტებით, პროცედურის დაჩქარება თავად კონტრაქტორის ინტერესშიც არის, რადგან ამ შემთხვევაში მას მეტი მოგება რჩება.
“ეს რთულია, რადგან როდესაც ხელშეკრულება გაფორმებულია, ჩვენ დაჩქარების იურიდიული საფუძველი არ გვაქვს. მაგრამ ეს მოლაპარაკებებით მოხდა. კონტრაქტორის ინტერესშიცაა, რომ ჩქარა დაამთავროს, რადგან უფრო მეტი მოგება რჩება ამ შემთხვევაში. რაც შეხება ახალ პროექტებს, რიკოთზე გვექნება 2 საპროექტო დეტალური დიზაინის ტენდერი გამოსაცხადებელი”, – განაცხადა ჯავახიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები