ნინო გვენეტაძე: მოსამართლეებთან დაკავშირებული ინციდენტი ამოწურულია

იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძის განცხადებით, გასული წლის ზაფხულში მოსამართლეებთან გარკვეული ინციდენტი ჰქონდა, თუმცა ამ ეტაპზე ეს ინციდენტი ამოწურულია.
“ეს ინციდენტი არსებობდა, მაგრამ დაბალზნეობრივ გამოხატულებად მიმაჩნია ამ საკითხზე საუბარი. მოსამართლეებთან გავარკვიე ეს ინციდენტი და ინციდენტი ამოწურულია”, – განაცხადა გვენეტაძემ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გაჟღერდა ინფორმაცია, თითქოს გვენეტაძემ ზაფხულში გამართულ ერთ-ერთ სხდომაზე მოსამართლეები შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია, მათი მხრიდან ამას პროტესტი მოჰყვა და შეხედულებები სასამართლოს შიდა ქსელში, ინტერნეტით დააფიქსირეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები