„რესპუბლიკური პარტია“ ცდილობს დღესვე გაარკვიოს, რა პირობებში მოუწევს ურთიერთობა კოალიციაში 2016 წლის არჩევნებისთვის“

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, “თავისუფალი დემოკრატების” წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა პორტალ “კვირას” პრესკლუბში „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერებისა და პრემიერ- მინისტრის შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, „რესპუბლიკური პარტია“ ცდილობს დღესვე გაარკვიოს, თუ რა პირობებში მოუწევს მას ურთიერთობა კოალიციაში 2016 წლის არჩევნებისთვის.
„ამასთან დაკავშირებით განმარტებები არ იყო საკმარისი, ეს ჩანს იმაშიც, რომ უმრავლესობის წარმომადგენლებმა და კოალიციის წარმომადგენლებმა თვითონ არ იცოდნენ, რასთან ჰქონდათ საქმე. ჩემი მოსაზრებით, „რესპუბლიკური პარტია“ ცდილობს დღესვე გაარკვიოს, რა პირობებში მოუწევს მას ურთიერთობა კოალიციაში 2016 წლის არჩევნებისთვის, ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, როგორი თანამსრომლობის დონე იქნება კოალიცასთან. გაუგებარი რჩება ის საკითხი, როგორ შეიძლება 2 პარტია შეთანხმდეს ერთმანეთში და შემდგომ შეუთანხმოს კოალიციის დანარჩენ სუბიექტებს. თუმცა ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლება უფრო კონცენტრირებული იყოს ქვეყნის პრობლემებზე, ვიდრე საკუთარ შიდაკულუარულ გარკვევებში იყოს ჩაფლული“,- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
რაც შეეხება განცხადებას, რომელიც პრემიერმა გუშინ გააკეთა, ჩიქოვანის თქმით, განცხადება ცხადყოფდა რომ პრემიერმა უკმაყოფილება გამოთქვა მისი კაბინეტის წევრის მიმართ და ასევე უკმაყოფილება გამოთქვა იმ სენტენციების მიმართ, რომელსაც „მრეწველების“ პარტიის თავმჯდომარე აჟღერებს სტალინისტურ წარსულთან მიმართებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები