„ჩვენ ვრჩებით კოალიციაში საარჩევნოდ და წარმატების შემთხვევაში კიდევ მოუწევს ჩვენი ატანა ზოგიერთს”
ჩვენ ვრჩებით კოალიციაში საარჩევნოდ და წარმატების შემთხვევაში კიდევ მოუწევს ჩვენი ატანა ზოგიერთს, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმმა ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ორპარტიული თანამშრომლობა ნიშნავს, რომ „რესპუბლიკური პარტია”, ერთი მხრივ, და ,,ქართული ოცნება”, მეორე მხრივ, იმუშავებენ დოკუმენტზე, სადაც შეაჯერებენ ხედვას და მოაწერენ ხელს იმ შეთანხმებას, რომელიც არის შეთანხმება ნორმალურ, ჩვეულებრივ, წესიერ ქვეყნებში, კოალიციაში შემავალ პარტიებს შორის.
„სხვა პარტიებსაც შეუძლიათ ჰქონდეთ ასეთი სურვილი, მაგრამ ჩვენ დიდი ხანია ეს სურვილი გამოხატული გვაქვს. გვინდა, რომ ასეთი შეთანხმება გვქონდეს, სადაც ყველაფერი იქნება გაწერილი, ვის რა უფლება აქვს. როგორც პრემიერმა დღეს დაადასტურა, ასეთი საუბარი მართლა იყო. რაც შეეხება სტრატეგიულ შეთანხმებას, ეს არის პარტნიორობის ყველაზე მაღალი ხარისხი. ამიტომ პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა იმას, რომ გავაძლიერებთ პარტნიორობას და არ შევასუსტებთ. ჩვენ ვრჩებით კოალიციაში საარჩევნოდ და წარმატების შემთხვევაში კიდევ მოუწევს ჩვენი ატანა ზოგიერთს”, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.