„თი-ბი-სი ბანკი” კურორტის მოყვარულებს ახალ სერვისს სთავაზობს

კურორტის მოყვარულებს, “თი-ბი-სი ბანკი”, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანია” ახალ სერვისს სთავაზობს. კერძოდ კი, ისინი, ვისაც ზამთრის თავგადასავლები იზიდავს, წელს „მულტიქარდის“ შევსების ფუნქციით ისარგებლებენ.
ახალი „მულტიქარდი“ მრავალჯერადი გამოყენების ბარათია, რომლის საშუალებითაც საბაგიროთი სარგებლობისას, გრძელ რიგში დგომა და საფასურის ადგილზე გადახდა აღარ მოგიწევთ. „მულტიქარდზე“ თქვენთვის სასურველი თანხის ჩარიცხვას ნებისმიერ დროს „მულტიფეის“ აპარატების, ასევე ვებგვერდის www.multi.ski საშუალებით შეძლებთ. უახლოეს მომავალში „მულტიქარდის“ ბარათებზე ანგარიშის შევსება „თი-ბი-სი ბანკის“ მობაილ და ინტერნეტბანკითაც იქნება შესაძლებელი.
„მულტიფეის“ აპარატი გუდაურში საბაგიროგუდაურას (გონდოლა) შესასვლელთან უკვე დამონტაჟდა. მისი საშუალებით მულტიქარდის ბარათზე ნებისმიერი ტიპის სასრიალო აბონემენტის ჩატვირთვა (ერთჯერადი და მრავალჯერადი გამოყენების ბილეთები) „თი-ბი-სი ბანკის“ ვიზა ბარათით, მათ შორის უკონტაქტო სტიკერისგამოყენებითაა შესაძლებელი. უახლოეს მომავალში გუდაურში „მულტიფეის“ კიდევ ოთხიაპარატის დამონტაჟება იგეგმება.
აღსანიშავია, რომ “მულტიქარდის“ ღირებულება 4 ლარს შეადგენს და ის ბაკურიანსა და გუდაურში მოქმედებს. მისი შეძენა ყველა მსურველს საბაგიროებთან მდებარე სალაროებში შეუძლია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები