გიორგი კვირიკაშვილი: არჩევნებამდე, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ კოალიციურ ფორმატში მუშაობას

არჩევნებამდე ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ კოალიციურ ფორმატში მუშაობას – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ – მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, თუ კოალიციურ ფორმატში მოხდება არჩევნებზე გასვლა, გუნდი, რომელიც შეიკრიბება, შეიკრიბება მკაფიო მიზნების გარშემო.
“ყველაფერი ეს ჯერ კიდევ წინ არის. ვთვლი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი დაიწყო. არჩევნებამდე ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ კოალიციურ ფორმატში მუშაობას. თუ კოალიციაში აზრთა გარკვეული სხვადასხვაობა არსებობს და კოალიცია კიდევ იტანს ამ ტიპის სხვადასხვაობას, ჩვენ – მთავრობას გვაქვს უმნიშვნელოვანესი მიზნები მისაღწევი, უმნიშვნელოვანესი ამოცანები გადასაჭრელი და მთავრობის მონოლითურობის ხარისხი უნდა იყოს გაცილებით უფრო მაღალი. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა მოვახდინოთ მაქსიმალური ფოკუსირება და კონცენტრირება იმ ამოცანებზე, რომელიც ჩვენს მოსახლეობას გააჩნია, რომელიც არის აქტუალური ჩვენი ქვეყნისთვის და ამ მიზნების მიღწევაში უნდა ვიყოთ ერთიანნი”, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები