ირაკლი ღარიბაშვილი ინტერპოლის ხელმძღვანელს შეხვდა

    ბირთვული უსაფრთხოების სამიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს როლანდ ნოუბლის შეხვდა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ინტერპოლის ხელმძღვანელმა წარმატებები უსურვა საქართველოს მთავრობის მეთაურს კრიმინალთან ბრძოლაში და სრული მხარდაჭერა აღუთქვა. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობის საკითხებზე ისაუბრეს და თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს. ნოუბლმა ირაკლი ღარიბაშვილს სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები