ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ტურნირის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

საკრებულოს დეპუტატებმა ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ტურნირის გამარჯვებულები დააჯილდოვეს. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ქეთევან ჯოხაძე და საკრებულოს დეპუტატები – ნინო გოგუაძე და ლია ჯახველაძე ჭადრაკში ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ტურნირს დაესწრნენ.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, ჩემპიონატში გლდანის რაიონში მდებარე კერძო და საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ქეთევან ჯოხაძესთან ერთად გამარჯვებულებს პრიზები საკრებულოს წევრებმა, ჭადრაკში მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონმა ნონა გაფრინდაშვილმა და გლდანის რაიონის გამგებელმა ბესარიონ ქარცივაძემ გადასცეს. ტურნირის შემდეგ ჩემპიონის საღამო გაიმართა, სადაც ბესიკ ქარცივაძემ ახალგაზრდებს ნონა გაფრინდაშვილის სპორტული ბიოგრაფია გააცნო. ღონისძიებაზე ასევე მოეწყო ვიდეოჩვენება, რომელიც ნონა გაფრინდაშვილის სპორტულ ცხოვრებას ასახავდა. საღამოს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები, სპორტსმენები და პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები