გერმანიაში პოლიციური ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

ჰამბურგის მახლობლად გერმანიის პოლიციური ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ადგილობრივი პოლიცია იუწყება. ვერტმფრენი Eurocopter 135 საფეხბურთო მოედნის სიახლოვეს ჩამოვარდა, სადაც იმ დროს მატჩი მიმდინარეობდა. კატასტროფის შედეგად ვერტმფრენის ბორტზე მყოფი ერთი ადამიანი გადარჩა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამჟამად ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზები დგინდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები