ავაკოვი – უკრაინული სპეცრაზმები ყირიმის დასაბრუნებლად მზად არიან

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი აცხადებს, რომ ქვეყნის სპეცრაზმები ყირიმის დასაბრუნებლად ოპერაციას ამზადებენ. ეს განცხადება მინისტრმა ტელეარხის “1+1”-ის ეთერში გააკეთა.
„უკრაინამ უნდა აღადგინოს ჯარი, ნაციონალური გვარდია და პოლიცია. ამ პირობებში და ჩვენი ნების არსებობის შემთხვევაში, ყირიმი უკრაინას დაუბრუნდება“, – განაცხადა ავაკოვმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო რადის დეპუტატ მუსტაფა ჯამილოვსა და რეფატ ჩუბაროვთან ერთად ნაციონალური გვარდიის სპეცდანიშნულების რაზმებს ქმნის.
„ეს პროექტი იმისთვის მზადდება, რომ ჩვენ უკრაინის შემადგენლობაში ყირიმის დასაბრუნებლად მზად ვიყოთ“, – განაცხადა ავაკოვმა. ყირიმის ტერიტორია ამჟამად რუსეთს აქვს ოკუპირებული. 2014 წელს ნახევარკუნძულზე რუსეთის ფედერაციაში შესვლასთან დაკავშირებით „რეფერენდუმი“ ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები