ობამა – „ისლამურმა სახელმწიფომ“ ერაყში დაკავებული ტერიტორიის 40% დაკარგა

ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამურმა სახელმწიფომ“ ერაყში დაკავებული ტერიტორიის 40% დაკარგა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„სხვადასხვა ქვეყნის მოქმედებების კოორდინაციის შედეგად, მათ შორის საზღვრის გამაგრების მხრივ თურქეთის მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგად, უწინდელივით, სირიასა და ერაყში იმდენი უცხოელი ტერორისტი აღარ ჩადის. ამის გამო ამ ქვეყნებში უცხოელი „ბოევიკების“ რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა“,- განაცხადა ობამამ.
მან ასევე დაამატა, რომ დაბომბვების შედეგად „ისლამური სახელმწიფოს“ შემოსავალმა ნავთობის კონტრაბანდისგან მნიშვნელოვნად იკლო.
„ჩვენ ვანადგურებთ „ისლამური სახლმწიფოს“ საწყობებს, მათ შორის ფულის მარაგებს. ამის გამო დაჯგუფებამ „ბოევიკებს“ ხელფასი მნიშვნელოვნად შეუმცირა, რამაც მათი მორალური მდგომარეობა გააუარესა. „ჩვენ ვიღებთ არაერთ შეტყობინებას დეზერტირობის ფაქტების და იმ ადამიანების სიკვდილით დასჯის შესახებ, ვინც „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებიდან გასვლას გეგმავს“,- განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები