პუტინი – რუსეთში 2015 წელს 400 ჯაშუში გამოავლინეს

2015 წელს რუსეთში უცხო ქვეყნების სადაზვარვო სამსახურების 400 თანამშრომელი გამოავლინეს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. რუსეთის პრეზიდენტმა ამის თაობაზე უშიშროების ფედერალური სამსახურის კოლეგიის სხდომაზე განაცხადა.
პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის მტრები საზღვარგარეთ საშემოდგომო არჩევნებისთვის ემზადებიან.
”უცხოური სპეცსამსახურები რუსეთში აქტიურობას ზრდიან. შარშანდელმა პერიოდმა ეს დაადასტურა“ – განაცხადა პუტინმა.
მან აღნიშნა, რომ „ახლა აუცილებელია რუსეთში ახლო აღმოსავლეთიდან და სხვა რეგიონებიდან „ბოევიკების“ შეღწევის თავიდან აცილება, საზღვარგარეთ ტერორისტულ საქმიანობაში ჩართული პირების დროული გამოვლენა და მათი ნეიტრალიზება“.
პუტინმა უშიშროების ფედერალურ სამსახურს რუსეთში ლტოლვილების ნაკადზე კონტოლის გამკაცრება დაავალა. რუსეთის ლიდერის თქმით, მათი ნაწილი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის გავლით ევროპაში მიდის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები