ქეთევან ნატრიაშვილი“ სპექტრის“ სტუდენტური საერთო საცხოვრებლისა და სასტუმროს რეაბილიტაციას გაეცნო (ფოტოკოლაჟი)

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, კოლეჯ “სპექტრის“ დირექტორთან ერთად კოლეჯში სტუდენტური საერთო საცხოვრებლის სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.
სასტუმრო უნივერსალური დიზაინით მოეწყობა. ახალი სასწავლო წლიდან თანამედროვე სტანდარტების შენობა მოემსახურება რაიონებიდან ჩამოსულ, სოციალურად დაუცველ და შშმ პირებს. გარდა ამისა აქ იცხოვრებენ გაცვლითი პროგრამების ფარგლებში უცხოეთიდან ჩამოსული პროფესორები. შენობაში იქნება თანამედროვე ტრენინგ-ცენტრი. უმნიშვნელოვანესია, რომ სურვილის შემთხვევაში საერთო საცხოვრებლით ისარგებლებენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტები. კოლეჯის საერთო საცხოვრებელი და სასტუმრო იქნება უნივერსალური დიზაინით, რაც აქამდე არ განხორციელებულა.

12647173_1099055023451737_3109644749623612332_n
12573200_1099054586785114_1951717508229226791_n
11995_1099054756785097_1839075864692564927_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები