საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრში“ საახალწლო ღონისძიება გაიმართა (ფოტოკოლაჟი)

საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრში“ საახალწლო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს კოლეჯის სტუდენტებმა, მათ შორის შშმ/სსსმ პირებმა, რომელთაც წარმოადგინეს სხვადასხვა სახის აქტივობა, წარდგნენ პოეზიით, თანამედროვე და ქალაქური სიმღერით, მათივე დადგმული, ხალხურ ცეკვებზე აგებული პოპურითა და თეატრალური დადგმით.
2013 წლიდან საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრი“ ჩართულია საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროსა და ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროს ერთობლივ პროექტში -„ინკლუზიური განათლების დანერგვა საქართველოს პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემაში“ და კოლეჯში შექმნილია ადაპტირებული გარემო სსსმ/შშმ სტუდენტისთვის და აქტიურად მიმდინარეობს სტუდენტების ჩართვა კოლეჯის მიერ განხორციელებულ აქტივობებში.
12524290_1090967117593861_5254660804873388128_n
12509548_1090967417593831_8347347969228801576_n
12507461_1090967024260537_7994821476779806437_n
12400596_1090967030927203_3330704208034523169_n (1)

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები