რუსეთში მაღაროს აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა

რუსეთის ერთ-ერთ მაღაროში რამდენიმე აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. ინციდენტი ქალაქ ვორკუტაში მოხდა.
„ბი-ბი-სის“ ცნობით, 26 მაღაროელი ნანგრევებშია მოყოლილი. ამჟამად მაშველები მათთან დაკავშირებას ცდილობენ. რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ინფორმაციით, აფეთქება მეთანის გაჟონვამ გამოიწვია. ამას მაღაროს ჩამონგრევა და ხანძარი მოჰყვა. ინციდენტის დროს მაღაროში 110 ადამიანი იმყოფებოდა. მაშველებმა იქიდან 80 მეშახტე ამოიყვანეს. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიებას რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი აწარმოებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები