სახელმწიფო საიდუმლოების გაცემისთვის თურქეთში დაკავებული ორი ჟურნალისტი გაათავისუფლეს

ორი თურქი ჟურნალისტი, რომლებიც სახელმწიფო საიდუმლოების გაცემისთვის დააკავეს, ციხიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. გაზეთ Cumhuriyet-ის ჟურნალისტები – ჯან დიუნდარი და ერდემ გიული ნოემბერში რეპორტაჟისთვის დააკავეს, სადაც ნათქვამი იყო, რომ თურქეთის ხელისუფლება სირიაში ისლამისტებს იარაღს აწვდიდა. თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ჟურნალისტების წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები სიტყვის თავისუფლებას არღვევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები