ირანში პარლამენტისა და ექსპერტთა საბჭოს არჩევნები დაიწყო

ირანში პარლამენტის და ექსპერტთა საბჭოს არჩევნები დაიწყო. საბჭო ქვეყნის სულიერ ლიდერს ირჩევს. ეს პირველი საერთო არჩევნებია ირანისთვის მას შემდეგ, რაც თეირანს და „ექვსეულს“ შორის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმება გაფორმდა.
რეფორმების მომხრეებმა და ცენტრისტებმა, რომლებიც ირანის პრეზიდენტს, ჰასან როუხანის უჭერენ მხარს, შექმნეს კოლიცია „იმედის სია“. მისი მიზანი ორივე სახელმწიფო ორგანოში კონსერვატორების რაოდენობის შემცირებაა. ირანის საპარლამენტო არჩევნებში 55 მილიონი ადამიანი მონაწილეობს. პარლამენტი 4 წლით, ხოლო ექსპერტთა საბჭო 8 წლით ირჩევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები