აშშ-ში სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

სამი ადამიანი დაიღუპა და ოცამდე დაიჭრა აშშ-ის კანზასის შტატის ერთ-ერთ ქარხანაში სროლის შედეგად. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
პოლიციის ინფორმაციით, კომპანია Excel Industries-ის საწარმოში სროლა ერთ-ერთმა თანამშრომელმა ატეხა. პოლიციასთან ორმხრივი სროლის შედეგად ის მოკლეს. თვითმხილველების თქმით, თავდაპირველად მამაკაცმა საწარმოს ავტოსადგომზე ქალი მოკლა, ხოლო შემდეგ შენობაში შევიდა და იქ სროლა განაგრძო. ამჟამად ინციდენტის მოტივების დგინდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები