ტაჯიკეთის პრეზიდენტის შვილის მეგობარი ქვეყნის შსს-ში მაღალ თანამდებობაზე დაინიშნა

ტაჯიკეთის პრეზიდენტის შვილის, რუსტამ ემომალის უახლოესი მეგობარი, შოხრუკ საიდოვი შსს-ს სისხლის სამართლის სამძებრო სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე დაინიშნა. მანამდე ის ტაჯიკეთის საბაჟო სამსახურის უფროსი იყო.
პოლიციის მაღალჩინოსნის თანამდებობის გარდა, 30 წლის საიდოვი დუშანბეს საფეხბურთო კლუბ „ისტიკლოლის“ პრეზიდენტიც არის.
„ბი-ბი-სის“ ცნობით, ეს მაღალ თანამდებობებზე ტაჯიკეთის პრეზიდენტისა და მისი შვილის მეგობრების და ნათესავების დანიშვნის პირველი შემთხვევა არ არის. მიმდინარე წლის დასაწყისში რახმონმა ხელი მოაწერა ქვეყნის მეთაურის აღმასრულებელი აპარატის ხელმძღვანელის თანამდებობაზე საკუთარი ქალიშვილის, ოზოდა რახმონის დანიშვნის ბრძანებულებას. მანამდე ოზოდა რახმონი საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე იყო. მისი მეუღლე – ჯამოლედინ ნურალიევი ტაჯიკეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოადგილეა. რახმონის უფროსი ვაჟი – რუსტამი ემომალი ტაჯიკეთის ანტიკორუფციულ უწყებას ხელმძღვანელობს. ექსპერტების თქმით, ტაჯიკეთში ძალაუფლება, ფაქტობრივად, ერთი ოჯახის ხელშია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები