შოტლანდიურმა კომპანიამ ტყვიაგაუმტარი ავეჯი გამოუშვა

შოტლანდიურმა კომპანია Osdin Shield-მა ტყვიაგაუმტარი ავეჯის კოლექცია გამოუშვა, რომელიც ტერაქტებისგან თავის დასაცავად შეიქმნა. გარნიტური ტახტისა და სავარძლებისგან შედგება, რომლებშიც სპეციალური დაჯავშნილი ფირფიტებია გამოყენებული.
კომპანიის პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ფირფიტები გარედან არ ჩანს, ის ავეჯის დიზაინს არ ამახინჯებს და დისკომფორტს არ ქმნის.
დაჯავშნილი ფორფიტები პისტოლეტის ტყვიებს არ ატარებს, ასევე მას შეუძლია 7.62 კალიბრის ტყვიის შეჩერება, რომელიც „კალაშნიკოვის“ მარკის ავტომატში გამოიყენება.
კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, დაჯავშნილი ავეჯის გამოშვების მიზანია ის, რომ ტერორისტების თავდასხმის დროს ადამიანებმა ავეჯის უკან დამალვა შეძლონ, რაც მათი გადარჩენის შანსებს გაზრდის.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ტყვიაგაუმტარი ავეჯი ბარების, რესტორნების, სასტუმროების და სხვა საზოგადოებრივი ადგილების მეპატრონეებს დააინტერესებს, რომლებიც პოტენციურად ტერორისტების თავდასხმის ობიექტებად შეიძლება იქცნენ.
„როგორც პარიზის ტერაქტებმა ცხადყო, ბოლო დროს ტერორისტები ბომბების ნაცვლად სულ უფრო ხშირად ცეცხლსასროლ იარაღს იყენებენ. ასეთი ტერაქტების დროს ადამიანების პირველი რეაქციაა რაიმეს უკან დამალვა, ძირითადად, ავეჯის უკან“, – აცხადებენ კომპანია Osdin Shield-ში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები