სანქტ-პეტერბურგთან ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა

რუსეთში, სანქტ-პეტერბურგთან კერძო ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა. ინციდენტის შედეგად პილოტი დაიღუპა. „ბი-ბი-სის“ ცნობით, ვერტმფრენი დასახლებულ პუნქტ გლობიცის სიახლოვეს, სანქტ-პეტერბურგიდან 60 კილომეტრში ჩამოვარდა. პილოტის გარდა საჰაერო ხომალდში ერთი მგზავრი იყო. ის გადარჩა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. კატასტროფის მიზეზები უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები