აშშ და ჩინეთი ჩრდილოეთ კორეას ბირთვულ სახელმწიფოდ არ აღიარებს

აშშ-ის და ჩინეთის ხელისუფლება ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით გაეროს ახალი რეზოლუციის მიღებას მოითხოვენ. ვაშინგტონი და პეკინი ჩრდილოეთ კორეას ბირთვულ სახელმწიფოდ არ აღიარებენ. „ბი-ბი-სის“ ცნობით, ამის შესახებ აშშ-ის უშიშროების საბჭოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნედ პრაისმა განაცხადა. მისი თქმით, ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტის გაშვებაზე უშიშროების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველემა სიუზან რაისმა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ „ერთობლივი პასუხი“ შეიმუშავეს.
ასევე ცნობილი ხდება, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი ვაშნგტონში, ბირთვული უსაფრთხოების საკითხებზე სამიტზე მიიწვია, რომელიც 31 მარტს გაიმართება.
ცნობისთვის, აშშ-ის საზოგადოებრივი აზრის ინსტიტუტის გამოკითხვის შედეგად ამერიკის მოქალაქეებმა ჩრდილოეთ კორეა ძირითად საფრთხეებს შორის პირველ ადგილზე დააყენეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები