კიოლნში, ახალი წლის ღამით, ქალებზე მომხდარი ძალადობის ერთ-ერთ მონაწილეს განაჩენი გამოუტანეს

კიოლნის სასამართლომ ახალი წლის ღამით ქალებზე მომხდარი თავდასხმის ერთ-ერთ მონაწილეს განაჩენი გამოუტანა.
23 წლის ახალგაზრდა მამაკაცი, წარმოშობით მაროკოელი ქალისთვის მობილური ტელეფონის წართმევასა და ნარკოტიკების შენახვაში ბრალდებულად ცნეს. სასამართლომ მას ექვსთვიანი პირობითი სასჯელი და 100 ევროს ჯარიმა მიუსაჯა.
ბრალდების მხარე განსასჯელისთვის უფრო დიდი ჯარიმის დანიშვნას და პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, მაგრამ განსასჯელმა დანაშაული აღიარა და დაზარალებულის წინაშე ბოდიში მოიხადა.
ცნობისთვის, კიოლნში ახალი წლის ღამეს ქალებზე მასობრივი თავდასხმა მოხდა. პოლიციაში 500-მდე განცხადება შევიდა, ძირითადად, საუბარია სექსუალურ ძალადობაზე. პოლიციამ 75 თავდამსხმელის ვინაობა დაადგინა, რომელთა უმეტესობა მიგრანტია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები