ჩრდილოეთ კორეა აშშ-სა და სამხრეთ კორეას ბირთვული დარტყმებით ემუქრება

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება სამხრეთ კორეას და აშშ-ს ბირთვული დარტყმებით ემუქრება იმ შემთხვევაში, თუ მის ტერიტორიას რამე დაემუქრება. ამის შესახებ სააგენტო Kyodo იუწყება. სამხრეთ კორეა და აშშ მარტში ერთობლივ წვრთნებს გეგმავენ. რამდენიმე დღის წინ სეულმა განაცხადა, რომ ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის განთავსების შესახებ ვაშინგტონთან მოლაპარაკებას დაიწყებს კორეის ნახევარკუნძულზე  ჩრდილოეთ კორეის მხრიდან გაზრდილი საფრთხის გამო.
ჩრდილოეთ კორეამ მიმდინარე წლის იანვარში განაცხადა, რომ წყალბადის ბომბის წარმატებული გამოცდა ჩაატარა. თებერვალში კი ფხენიანმა კოსმოსში ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები