თურქეთის საჰაერო ძალების იერიშის შედეგად ცხრა ქურთი „ბოევიკი“ დაიღუპა

თურქეთის საჰაერო ძალების ვერტმფრენებმა ქვეყნის სამხრეთ -აღმოსავლეთ ნაწილში ქურთი „ბოევიკების“ პოზიციებზე ავიადარტყმა განახორციელეს, რის შედეგად „ქურთთა მუშათა პარტიის“ ცხრა წევრი დაიღუპა.
ამის შესახებ „ბი-ბი-სის“ თურქეთის უშიშროების ძალების წარმომადგენლებმა აცნობეს.
მათი თქმით, „კობრას“ ტიპის სამხედრო ვერტმფრენებმა ქურთთა სამხედრო კოლონას სირიის საზღვრის სიახლოვეს ცეცხლი გაუხსნეს.
ცნობისთვის, „ქურთთა მუშათა პარტიასთან“ დაკაშირებულმა ერთ-ერთმა დაჯგუფებამ ანკარაში 17 თებერვალს მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო. აფეთქების შედეგად 28 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები