პრემიერი სოციალურად დაუცველ 2 ათას ბავშვს უმასპინძლებს

შობის დღესასწაულზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან ერთად, სოციალურად დაუცველ 2 ათას ბავშვს “ყინულის დედოფალზე” ეპატიჟება. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, წარმოდგენას თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში დღეს ირაკლი ღარიბაშვილი და ნუნუკა თამაზაშვილი ბავშვებთან ერთად დაესწრებიან.
სპექტაკლის დაწყებამდე კი პრემიერი და მისი მეუღლე სტუმრებს თბილისის “ივენთ ჰოლში” უმასპინძლებენ. თოვლის პაპა, ნაძვის ხე, ფიფქების სამყარო, ზღაპრის გმირები და საჩუქრები – ბავშვებს “ივენთ ჰოლში” ზღაპრული გარემო დახვდებათ. ბავშვების მხიარულ განწყობაზე ანიმატორები და მულტიპლიკაციური ფილმების პერსონაჟები იზრუნებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები