რუსეთი სირიაში შეთანხმებას არ შეასრულებს: ვაშინგტონი მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერებას მოითხოვს

პენტაგონის, აშშ-ის დაზვერვისა და გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელებს რუსეთის მიერ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებაში ეჭვი ეპარებათ და მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერებას მოითხოვენ.
ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი იუწყება.
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ეშტონ კარტერმა, შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორმა, ჯონ ბრენანმა და გაერთიანებული შტაბების კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯოზეფ დანფორდმა თეთრ სახლში გამართულ შეხევდრაზე ამერიკის პრეზიდენტს, ბარაკ ობამას შესაბამისი მოთხოვნები წაუყენეს.
რუსეთზე ზეწოლის გაძლიერების ვარიანტებს შორის სირიის ზომიერი ოპოზიციის მხარდაჭერა განიხილება, რათა მან რუსული ავიადარტყმების მოგერიება შეძლოს. მეორე ვარიანტად მოსკოვის წინააღმდეგ ახალი ეკონომიკური სანქციები განიხილება. ამასთანავე, როგორც The Wall Street Journal-ს ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, ვაშინგტონის ქმედებები რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული და „მოსკოვი საკუთარ თავს ავნებს, თუ არ შეწყვეტს სირიის დიქტატორის, ბაშარ ასადის მხარდაჭერას“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები