პუტინმა და ასადმა სირიაში ცეცხლის შეწყვეტის საკითხები განიხილეს

რუსეთისა და სირიის პრეზიდენტებმა -ვლადიმერ პუტინმა და ბაშარ ასადმა სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საკითხები განიხილეს. ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური იუწყება.
„სატელეფონო საუბრის დროს განიხილებოდა სირიის კრიზისის ზოგიერთი ასპექტი რუსეთ-ამერიკის შეთანხმების შემდეგ, რომელიც სირიაში 27 თებერვლიდან ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებს“, – ნათქვამია კრემლის პრესსმსახურის განცხადებაში.
ასადმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებაზე მზადყოფნა გამოთქვა და სამშვიდობო მოლაპარაკების გამართვას მხარი დაუჭირა. რუსეთისა და სირიის პრეზიდენტებმა „ისლამურ სახელმწიფოსთან“, „ჯებჰათ ან – ნუსრასთან“ და სხვა ტერორისტულ დაჯგუფებებთან ბრძოლის მზადყოფნა გამოთქვეს.
ცნობისთვის, აშშ-მ და რუსეთმა ორშაბათს ერთობლივი განცხადება გააკეთეს, რომელშიც სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დეტალები იყო მითითებული. შეთანხმება 27 თებერვალს უნდა შევიდეს ძალაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები