ნეპალში დაკარგული თვითმფრინავის ბორტზე მყოფი 23 ადამიანი დაიღუპა

თვითმფრინავმა, რომელიც ნეპალში დაიკარგა, კატასტროფა გამიცადა. მის ბორტზე მყოფი 23-ვე მგზავრი და ეკიპაჟის წევრი დაიღუპა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ნეპალის ავიაციის სამინისტროს ცნობით, უკვე აღმოჩენილია თვითმფრინავის ნამსხვრევები. ამ ინფორმაციის მიხედვით, ვერტმფრენებიდან დაღუპულთა ცხედრებიც ჩანს.
ავიაკომპანია Tara Air-ის თვითმფრინავთან კავშირი ქალაქ პოხკარიდან აფრენიდან 18 წუთში გაწყდა. ის ჯომსომში მიფრინავდა. ნეპალის ავიაკომპანიების უსაფრთხოების სტატისტიკა საკმაოდ ცუდია. 2013 წელს ევროკავშირმა ნეპალის კომპანიებს ევროპაში ფრენა აუკრძალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები