„სააკაშვილის დაკითხვა საქართველოს ევროპულ მომავალზე არ იმოქმედებს“

  მიხეილ სააკაშვილის პროკურატურაში დაკითხვაზე ევროპარლამენტის დელეგაცია პარლამენტის წევრებთან, მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელებს – ამის შესახებ ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის თავმჯდომარემ მილან ცაბრნოხმა განაცხადა. ცაბრნოხის თქმით, მას არ ჰგონია, რომ სააკაშვილის დაკითხვა საქართველოს ევროპულ მომავალზე არ იმოქმედებს.
“ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ მეთექვსმეტე შეხვედრა გავმართოთ და ვიმსჯელოთ, საქართველოსა და ევროპას შორის სამომავლო ურთიერთობებზე. არ მგონია, რომ სააკაშვილის დაკითხვამ იმოქმედოს საქართველოს ევროპულ მომავალზე. ჩვენ ამ საკითხზე პარლამენტის წევრებთან, მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად ვიმსჯელებთ. სხვადასხვა საკითხებზე გავმართავთ შეხვედრებს. სასამართლოს საკითხი ერთ-ერთი იქნება”, – განაცხადა მილან ცაბრნოხიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები