დავით ნარმანია თელ-ავივის უნივერსიტეტის წარმომადგენელს შეხვდა

თბილისის მერი დავით ნარმანია, თელ-ავივის უნივერსიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუტის ხელმძღვანელს, ოფირ ფინეს პაზის შეხვდა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ისრაელის სპორტის ყოფილი მინისტრი საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის და თბილისის მერიის ორგანიზებით იმყოფება საქართველოში.
მხარეებმა შეხვედრაზე რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით ისაუბრეს, მათ შორის შეაჯამეს თბილისის მერის ვიზიტი ისრაელში. სწორედ ვიზიტის დროს ჩაეყარა საფუძველი თბილისის მერიასა და თელ-ავივის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობას, სადაც დავით ნარმანიამ საჯარო ლექცია წაიკითხა და მომავალი თანამშრომლობაც შეთანხმდა.
აღნიშნული ვიზიტისას გადაწყდ,ა ისრაელიდან მოზიდული ინვესტიციით რამდენიმე ბიზნესპროექტის განხორციელება თბილისში. თელ-ავივის უნივერსიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ოფირ ფინეს პაზი, თბილისის მერთან, დავით ნარმანიასთან ერთად, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრის ხელმძღვანელობასაც შეხვდა, სადაც უნივერსიტეტებს შორის მომავალი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სხვადასხვა გაცვლითი პროგრამის შესახებ შეთანხმდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები