სოციალურად დაუცველი პირი შპს “თბილსერვის ჯგუფში” დასაქმდ

სოციალურად დაუცველი ნათია ბენიაშვილი შპს „თბილსერვის ჯგუფში” დასაქმდა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, მან „ცხელი ხაზის“ ოპერატორად დაიწყო მუშაობა. მარტოხელა დედას დღეს პირველი სამუშაო დღე ჰქონდა. თბილისის მერიის ქვემდებარე ერთ-ერთ უწყებაში დასაქმებას ნათია ბენიაშვილს დედაქალაქის მერი დავით ნარმანია 31 დეკემბერს, ახალსახლობისას დაჰპირდა.
ნათია ბენიაშვილის სამსულიანი ოჯახი ახალ წელს ახალ ბინაში შეხვდა. კეთილმოწყობილი ბინა ოჯახს თბილისის მერიამ და ნაძალადევის რაიონის გამგეობამ უქირავა, რომელიც ოჯახს ბინის ქირით იმ დრომდე უზრუნველყოფს, ვიდრე ეს საჭირო იქნება.
ახალ ბინაში გადასვლამდე, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი მარტოხელა დედა 10კვ. მეტრის ფართის ბინაში, გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები