სომხეთში ოთარ ჭილაძის რომანი ბესტსელერია

ქართველი კლასიკოსი მწერლის, ოთარ ჭილაძის რომანი სომხეთში ბესტსელერია. ერთ-ერთმა სომხურმა ვებგვერდმა გამოაქვეყნა სომხურ ენაზე თარგმნილი საუკეთესო მხატვრული ნაწარმოებების რეიტინგი, რომლის ათეულშიც ანტუან დე სენტ ეკზიუპერის, გაბრიელ გარსია მარკესის, ჯონ გრინის, ჯორჯ ორუელის, დენ ბრაუნის, პაოლო კოელიოს გვერდით ოთარ ჭილაძე დასახელდა. ქართველი მწერლის რომანი “გოდორი” პოპულარობით არ ჩამოუვარდა “პატარა უფლისწულს”, “1984”-ს, “მარტოობის 100 წელს” და რჩეულთა რეიტინგის ათეულში მოხვდა. ოთარ ჭილაძის ”გოდორი” სომხურ ენაზე ანაიდა ბოსტანჯიანმა თარგმნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები