სამხრეთ სუდანის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრად მოსისხლე მტერი დანიშნა
სამხრეთ სუდანის პრეზიდენტმა სალვა კიირმა პირველად სამოქალაქო კონფლიქტის დაწყებიდან ქვეყნის პრემიერ-მინისტრად თავისი მთავარი პოლიტიკური ოპონენტი, რიეკ მაჩარი დანიშნა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ცნობისთვის, სამხრეთ სუდანში 2013 წლიდან მიმდინარე კონფლიქტის გამო, ქვეყანა 1 მილიონ 500 ათასმა ლტოლვილმა დატოვა. გასული წლის აგვისტოში მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადეს. სამოქალაქო ომის დაწყებამდე მაჩარი მთავრობის მეთაურის პოსტს ერთხელ უკვე იკავებდა. ახლა მან პოლიტიკური ოპონენტის ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა. როგორც მაჩარმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისი გაპრემიერება უმოკლეს ვადაში ქვეყნის დედაქალაქ ქალაქ ჯუბას დემილიტარიზაციას ხელს შეუწყობს.