თინათინ ხიდაშელი: ჩვენი მიზანი მაპი არ არის, ჩვენი მიზანია ნატოს წევრობა

ჩვენი მიზანი მაპი არ არის, ჩვენი მიზანია ნატოს წევრობა, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა განაცხადა. მინისტრი სრული პასუხისმგებლობით ამბობს, რომ მაპი საქართველოსთვის წარსულია.
“არ ვითხოვთ ჩვენ მაპს არცერთ შეხვედრაზე, რაც “რუსთავი 2″-ის მმართველები აღარ არიან ხელისუფლებაში. ჩვენი მიზანი მაპი არ არის, ჩვენი მიზანია ნატოს წევრობა. არცერთ მინისტრერიალზე არ მომითხოვია მაპი. მე ვითხოვ წევრობას. ყველაფერი, რაც ეხმარება საქართველოს გაწევრიანებას ნატოში, არის ჩემი ამოცანა. ვარშავიდან მინდა დავბრუნდეთ უფრო მეტი ინსტრუმენტებით, რადგან როდესაც ის ფანჯარა გაიღება, მზად ვიყოთ შესასვლელად. ეს ფანჯარა აუცილებლად გაიღება. ამაზე ყველა საუბრობს. ამას სჭირდება შესაბამისი გეოპოლიტიკური ვითარება. მაპი საქართველოსთვის წარსულია, ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით. არცერთ ასპირანტ ქვეყანაში, არასოდეს ჩატარებულა ისეთი წვრთნები, როგორიც 2015-ში ჩატარდა საქართველოში”, – განაცხადა ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები