“მე თვითონაც წინააღმდეგი ვიქნებოდი, რომ მაგისტრალური ინფრასტრუქტურა გასხვისდეს”

მე თვითონაც წინააღმდეგი ვიქნებოდი, რომ მაგისტრალური ინფრასტრუქტურა გასხვისდეს, – ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი “კავკასუს ონლაინსა” და რუსულ კომპანია “ვიმპელკომს” შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს.
როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, კომპანია აპირებს, რომ შეისყიდოს საცალო კლიენტურის ბიზნესი, რომელიც არის ქვეყნის შიგნით. მისივე თქმით, კომპანია არ აპირებს შავ ზღვაზე გამავალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის, ასევე, სხვა მაგისტრალური ინფრასტრუქტურის შეძენას.
“მე მქონდა ამ საკითხებთან დაკავშირებით საუბარი მარეგულირებელ კომისიასთან და მქონდა თვითონ ამ კომპანიის წარმომადგენლებთანაც შეხვედრა დავოსის ფორუმის ფარგლებში. ეს კომპანია აპირებს, რომ შეისყიდოს საცალო კლიენტურის ბიზნესი, რომელიც არის ქვეყნის შიგნით. მე თვითონაც წინააღმდეგი ვიქნებოდი, რომ მაგისტრალური ინფრასტრუქტურა გასხვისებულიყო, ვინაიდან ამას გარკვეული სტრატეგიული ხასიათი აქვს. კომპანია არ აპირებს, შავ ზღვაზე გამავალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის, ასევე, სხვა მაგისტრალური ინფრასტრუქტურის შეძენას. ეს არის ჩვეულებრივი შიდა ბიზნესი, რომლის შემთხვევაშიც ვერანაირ საფრთხეებს ვერ ვხედავ. ჩვენ გვყავს სხვა კომპანიებიც, მათ შორის, რუსული მონაწილეობით და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ამაში მე ვერანაირ რისკებს ვერ ვხედავ. საუბარი არის ქვეყნის შიგნით კლიენტურის ქსელის ბიზნესის შეძენაზე, რაც არანაირ საფრთხეს არ შეიცავს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები