დავით უსუფაშვილი ჟურნალისტებს: რა თქმა უნდა, მთავრობის ბრალი იყო ეს, ჩვენი – არა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში ჟურნალისტებთან შეხვედრა გამართა და საგაზაფხულო სესიის ფარგლებში დაგეგმილ ძირითად მიმართულებებზე და ღონისძიებებზე ისაუბრა.
პარლამენტის თავმჯდომარე მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს ერთი საათის განმავლობაში პასუხობდა.
კითხვები შეეხებოდა პრეზიდენტის პარლამენტში ყოველწლიური გამოსვლის ფორმატს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანგარიშის მოსმენას, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს, კოალიციის საარჩევნო პერსპექტივებს და კოალიციურ მასშტაბში პარტია „რესპუბლიკელების” როლს და ადგილს, ყოფილი პრემიერ-მინისტრების – ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის ჩართულობას საარჩევნო სიის ფორმირებისა და მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის კუთხით, საარჩევნო კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებს მაჟორიტარულ სისტემასთან მიმართებაში, აგრეთვე, პედრო აგრამუნტის განცხადებას თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას პოლიტპატიმრად მოხსენიებასთან დაკავშირებით.
პარლამენტის თავმჯდომარე ჟურნალისტებს საშემოდგომო სესიის ბოლოსაც უნდა შეხვედროდა, თუმცა, მთავრობაში განხორციელებული ცვლილებების გამო, შეხვედრა ვერ მოხერხდა. პარლამენტის თავმჯდომარემ მთავრობის მისამართით იხუმრა და თქვა, რომ ჟურნალისტებთან შეხვედრის ჩაშლა მთავრობის ბრალი იყო.
„ჩვენ ვერ შევხვდით ერთმანეთს საშემოდგომო სესიის ბოლოს, როგორც ვიყავით შეთანხმებულები. რა თქმა უნდა, მთავრობის ბრალი იყო ეს, ჩვენი – არა. გახსოვთ, ბოლო კვირები მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხებს დაეთმო და იმ დღეებში ვეღარ მოვახერხეთ შეხვედრა“,-განმარტა უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები